მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როსტოვში გაიმართა შეხვედრა, სადაც აფხაზეთის ე.წ. კონსული სომხეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის კონსულებთან ერთად მიიწვიეს

შეხვედრა როსტოვში

როსტოვში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კონსული ადიკ არშბა იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც სომხეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის კონსულები მიიწვიეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დონის მთავრობაში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა "ოთხი ქვეყნის" კონსულებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებულ ფოტოში, ე.წ. აფხაზეთის დროშა სომხეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის დროშების გვერდით დგას.

"მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამშრომლობის შენარჩუნება, არამედ ახალი გადაწყვეტილებებია საჭირო ერთობლივი მუშაობის გასააქტიურებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტზე BMG საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა.

გარდა ამისა, BMG მეორე დღეა, სამინისტროსგან პასუხს ელოდება ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ე.წ. ცესკო საარჩევნო უბანს თურქეთშიც გახსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები