მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა - ის $202 მილიარდს ფლობს

5f479121d70f1
ნათია თაქთაქიშვილი
27.08.20 15:00
2682
ონლაინ საცალო გაყიდვების ფლატფორმა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა - მსოფლიოში ისედაც ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 202 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი Bloomberg Billinire Index-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მიხედვით, ბეზოსის ქონება იანვრის შემდეგ 87 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც კომპანიის აქციებზე ფასების ზრდით არის განპირობებული.

თავის მხრივ, Amazon-ის აქციების ფასმა ბოლო სამ თვეში 25%-ით მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდამ 86% შეადგინა.

ბეზოსმა ამაზონი 1994 წელს დაარსა, ხოლო 2017 წლიდან პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ატარებს.

CNN წერს, რომ ჯეფ ბეზოსს კვალდაკვალ მიჰყვება ბილ გეითსი 124 მილიარდი აშშ დოლარით; მას მოსდევს მარკ ცუკერბერგი 115 მილიარდი აშშ დოლარით. სამეულს ხურავს ელონ მასკი $101 მილიარდით.