მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას ძველი იპოდრომი მიჰყიდა

5efa1fba7651e
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.20 20:57
6158
თბილისის ცენტრში 272,669 კვადრატულ მეტრზე მდებარე ძველი იპოდრომის ტერიტორია გაიყიდა - თუმცა, ტერიტორიის ბენეფიციარი მესაკუთრე უცვლელი დარჩა და ის კვლავ ბიძინა ივანიშვილია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის შვილობილმა კომპანიამ, შპს ინვესტ კაპიტალმა 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე - “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ქართუზე” გაყიდა.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატის ირაკლი აბესაძის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნაკვეთების ტრანზაქციის ღირებულება 60 მილიონ ლარამდე იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თავად “ინვესტ კაპიტალმა” იპოდრომის ტერიტორია 2009 წლის 18 აგვისტოს შეიძინა.

ბიძინა ივანიშვილი დედაქალაქის ცენტრში იპოდრომის მასშტაბის კიდევ რამდენიმე ობიექტს ფლობს, მათ შორისაა ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაც.