მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი მარტივი "ჩორტაობა" შედეგს [არ მოიტანს] - ირაკლი კობახიძე მის შემცვლელად ზურაბ პატარაძის განხილვაზე

ზურაბ პატარაძე

"ასეთი მარტივი "ჩორტაობა" შედეგს [არ მოიტანს] - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ “tv პირველის” ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლას და პრემიერის პოსტზე ზურაბ პატარაძის დანიშვნას უკავშირდებოდა.

ჟურნალისტის არაერთი კითხვის მიუხედავად, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, პრემიერმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

- სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე ეს კითხვა. ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ დასვამთ ამ შეკითხვას.

- თქვენი შემცვლელიც სახელდება - თანამდებობას [აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე] ზურაბ პატარაძე დაიკავებს…

- ასეთი მარტივი “ჩორტაობა” შედეგს [არ მოიტანს]…

- ვინ “ჩორტაობს”?

- ვინც კითხვებს სვამს.

- ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს ჯერ თქვენთვის, რომ უნდა წახვიდეთ [თანამდებობიდან?]

- სამ თვეში კიდევ ველოდები, რომ ამ კითხვას დასვამთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები