მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ივანიშვილს] სურვილი რომ ჰქონოდა, პრემიერ-მინისტრად 2013 წელს დარჩებოდა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე ივანიშვილი

"დაბრუნება მას არ სჭირდება, ის უკვე პოლიტიკაშია, ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და შესაძლო პრემიერობაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ქვეყანას და "ქართულ ოცნებას".

"პოლიტიკაშია ბიძინა ივანიშვილი. ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, მანამდეც მოვიდოდა ამ პოზიციაზე. ის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, წინსვლაში და განვითარებაში.

მე მისგან ვიცი, რომ აქვს სურვილი ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც არის. ის არის გუნდის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს ქვეყანას, ჩვენს გუნდს. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ყველამ უნდა შეეგუოს.

პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად. თუმცა, რისი სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და იმ სურვილის მიხედვით დღემდე მოქმედებს. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას",- ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები