მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეითსი: Covid-19-ის დასაძლევად ერთზე მეტი ვაქცინაა საჭირო

5f1b1e2f88dcf
BM.GE
25.07.20 00:15
1326
Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ამბობს, რომ კორონავირუსის ეფექტურად დასამარცხებლად ვაქცინის რამდენიმე ვერსია იქნება საჭირო.

გეითსის აზრით, იმისათვის, რომ შეჩერდეს ვირუსის გავრცელება, საჭიროა 70-80%-იანი გლობალური უზრუნველყოფა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ 70-80%-ში 7 მილიარდი ვაქცინის წარმოება მოისაზრება.

ვაქცინებზე მომუშავე კომპანიების Moderna-სა და Astrazeneca-ს წარმატების მიუხედავად, გეითსი თვლის, რომ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ აღნიშნული ვაქცინები ვირუსს ეფექტურად გაუმკლავდებიან.

Microsoft-ის დამფუძნებელი პირველი ვაქცინის გამოჩენას 2021 წლის დასაწყისში მოელის.

აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა პანდემიის დასაძლევად $300 მილიონი გაიღეს.