10.იანვარი .2023 23:55

„ბინები მარტიდან გაძვირდება“ - უძრავი ქონების ასოციაცია

„ბინები მარტიდან გაძვირდება“ - უძრავი ქონების ასოციაცია
views 14516
უკან

„გასაყიდი ბინები მარტიდან გაძვირდება“,- ამის შესახებ BM.GE-ს უძრავი ქონების ასოციაციის იურისტმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ქირით მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ეტაპობრივად ბინების შესყიდვას იწყებენ, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის და ფასზეც შესაბამისად აისახება.

„ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად დროებით ჩამოვიდნენ და ბინები იქირავეს, არათუ უკან დაბრუნებას აპირებენ, არამედ მათ გადაწყვიტეს, აქ შეიძინონ ქონება. პარალელურად, გაჩნდა ტენდენცია, როდესაც ერთი მოქალაქე [რუსეთის] 4-5 ბინას ყიდულობს და თავის მოქალაქეებზე აქირავებს. ეს ტენდენცია გაგრძელდება და რადგან აქტიური პერიოდი გაზაფხულია, ვფიქრობ, მსგავსი გააქტიურებები, ბინებს გაზაფხულის დასაწყისში გააძვირებს. პროცენტულად როგორი იქნება ზრდა, ამის თქმა ჯერ ადრეა“, - აცხადებს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

უძრავი ქონების ასოციაციაში bm.ge-ს გასაქირავებელი ბინების ფასებზე არსებულ მოლოდინებზეც ესაუბრნენ. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ თბილისსა და ბათუმში გასაქირავებელი ბინების დეფიციტია, თუმცა შემდეგ თვეებში მოთხოვნა შემცირდება, ფასები კი აღარ გაიზრდება.