მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინი ისევ გაუფასურდა - მისი ფასი ბოლო 20 დღის მინიმუმზეა

603cdcf07e018
ნათია თაქთაქიშვილი
01.03.21 21:23
1023
მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტა ბიტკოინი ისევ გაუფასურდა და ბოლო 20 დღის მინიმუმზეა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 6.39%-ით შემცირდა და დილის მონაცემებით, 43,165 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ყველაზე პოპულარული კრიპოტოვალუტის ღირებულებამ მაქსიმუმს 21 თებერვალს მიაღწია, როდესაც მისმა ფასმა 58,354 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ასეთს ზრდას ილონ მასკის და ჯეკ დორსის კრიპოტოვალუტის მიმართ ინტერესით ხსნიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირს ჯეკ დორსის კომპანია Square-მა 170 მილიონი დოლარის ბიტკოინი შეიძინა, ხოლო მასზე ცოტა უფრო ადრე ილონ მასკმა ბიტკოინში 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ასევე მასკმა კრიპტოვალუტა Tesla-ში ანგარიშწორების ოფიციალურ საშუალებად გამოაცხადა.