მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი ბიტკოინის ფასი $1.5 მილიონს მიაღწევს - ქეით ვუდი

64b94f729287e
გიორგი თოლორდავა
21.07.23 00:05
3575
ცნობილი ამერიკელი ინვესტორის, ქეით ვუდის განცხადებით, 2030 წლამდე ერთი ბიტკოინის ფასი 1.5 მილიონ დოლარს მიაღწევს და ამ პროგნოზის გამართლების შანსი დროსთან ერთად სულ უფრო მეტად გაიზრდება.

როგორც ქეით ვუდი აღნიშნავს, ბიტკოინი კრიზისგამძლე აქტივია, რომელმაც მარტივად გადაიტანა აკრძალვები, რეგულაციები, ომი, პანდემია, ფინანსური კრიზისი და ბანკების გაკოტრებაც კი. ამ თვისებების გათვალისწინებით, ბიტკოინს აქვს იმის პოტენციალი, რომ ის მომავალში ციფრულ ოქროდ იქცეს.

ARK Invest-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლამდე მოვლენების განვითარების სამი ძირითადი სცენარია: ყველაზე უარეს შემთხვევაში ბიტკოინის ფასი 258,000 დოლარამდე გაიზრდება; საბაზო სცენარით ბიტკოინის 682,000 დოლარამდე გაძვირებაა პროგნოზირებული; პოზიტიური სცენარით კი ერთი ბიტკოინის ღირებულება ბირჟაზე 1.5 მილიონ დოლარს მიაღწევს.

მოგეხსენებათ, ამჟამად ბიტკოინის ფასი 30,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ ARK Invest-ის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ბიტკოინის ღირებულება ბირჟაზე დაახლოებით 5,000%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები