მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტმა წელს ბიზნესს 1.4 მილიარდის საგადასახადო ზედმეტობა დაუბრუნა

618246bb4aa8e
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.21 12:30
690
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.

“როგორც იცით, ფინანსთა სამინისტრიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია საგადასახადო ზედმეტობების დასაბრუნებლად საგადასახადო ზედმეტობების ქვეანგარიშზე თანხების მიმართვა.

წლის დასაწყისისთვის ნაშთი საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე შეადგენდა 534,400,000 ლარს. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ამ ანგარიშზე მიმართულია 1,370,000,000 ლარი, ხოლო ზედმეტობების სახით ამავე პერიოდში დაბრუნებულია 1,382,700,000 მლნ ლარი,” - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.

შემოსავლების სამსახური აკონტროლებს თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თითოეული კომპანიის მიერ წარდგენილი საგადასახადო აქტივის შესახებ ინფორმაცია.

დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა კომპანიამ ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით 48 მილიონის ოპერაციები განახორციელა, რითიც 6.7 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო აქტივი შეიქმნა, საიდანაც 0.8 მილიონი ლარის დაბრუნებას შეეცადა. საქმეზე უფრო ვრცლად იხილეთ ბმული