მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით ₾2.9 მილიარდი დაუბრუნდება | გიორგი კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

2026 წელს ბიზნესი დღგ-ის ზედმეტობის სახით გადახდილი თანხიდან 2.9 მილიარდ ლარს დაიბრუნებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში, სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“დღგ-ს დაბრუნების სახით, ჩვენ გვაქვს 1.378 მლრდ დაბრუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2.9 მლრდ ლარს გადააჭარბებს დაბრუნების მაჩვენებელი”, - თქვა გიორგი კაკაურიძემ. თუკი პროგნოზი გამართლდა, ბიზნესი 2025 წელთან შედარებით ₾200 მილიონით მეტის დაბრუნებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2.7 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 2.5 მლრდ ლარი იყო.

ცნობისთვის, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს. დაბრუნების სისტემა გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები