ბიზნეს ასოციაციები საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიმართავენ. ოფიციალურ წერილს ხელს 5 ბიზნეს გაერთიანება აწერს.
"საქართველოში და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის მიზნით, აუცილებელია გადაიდგას აქტიური და ქმედითი ნაბიჯები, რაც დაეხმარება ბიზნეს სექტორს გააგრძელოს ბიზნესსაქმიანობა და ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქოს ის უარყოფითი შედეგები, რომელიც მივიღეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ბიზნეს სექტორის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ბიზნესასოციაციებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით ბიზნესის ინტერესების დაცვისა და კრიზისულ პერიოდში კონკრეტული დახმარებების გაწევის მიზნით გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები და განხორციელებულიყო შესაბამისი ცვლილებები არსებულ საგადასახადო პოლიტიკაში.
ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ასოციაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უმოკლეს ვადაში განიხილონ შემდეგი საკითხები:
• განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მიმდინარე თვის ბოლოდან იწურება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო პერიოდი.
• მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს.
• სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კერძო საბანკო სექტორთან დაუყოვნებლივ გაიმართოს მოლაპარაკებათა რაუნდი და ასეთი არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება, ასევე განხილულ იქნას მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით შესაძლო მხარდაჭერის გზები.
• გაიმართოს კონსულტაციები კომუნალური მომსახურების კომპანიებთან (ენერგო პრო, თელასი, თბილისი ენერჯი, GWP და ამ სფეროში საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიები) კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავების მიზნით, ასევე განხილულ იქნას მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით შესაძლო მხარდაჭერის გზები.
• მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.
ქვემოთ ხელისმომწერი ბიზნეს ასოციაციები გამოთქვამენ მზადყოფნას მთავრობასთან გამართონ კონსულტაციები ზემოხსენებულ საკითხებზე"-ნათქვამია მიმართვაში.
ავტორები:
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?