მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბიზნესი მოტივირებულია“ - პრემიერი

62a73bcd28e5a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 17:29
853
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ბიზნესი მოტივირებულია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ტურიზმი იზრდება, ეკონომიკა იზრდება. ის პროგნოზები რაც გვქონდა, ისევ მოკრძალებული პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. როგორც უყურებთ, მთელი ბიზნესსექტორი მოტივირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ამ პროგნოზირებადობას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ქვეყანაში შექმნა, სწორად აღიქვამს და ეს ყველაფერი სწორი პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები