მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს დადებითი გადაწყვეტილებაა“ - ღარიბაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

645cf2a946233
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.23 17:49
912
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან წამლის ლაბორატორიის გახსნაზედ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს თანამემამულეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები რუსეთში წასასვლელად. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და მათ აქ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები ჰყავთ და მნიშვნელოვანია გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა. ეს (უვიზო მიმოსვლის ამოქმედება) რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა 2 ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც საქართველოსთან 2019 წელს შეჩერებული პირდაპირი ფრენების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის მისასალმებელია და არსებული აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რუსი ვიზიტორების მეტი რაოდენობა - გაუგებარია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები