მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკის €85-მილიონიანი პროგრამა 4 წელზეა გათვლილი

609e47b8201fe
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.21 18:19
851
მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 11 მაისს საქართველოსთვის 85 მილიონი ევროს ახალი სესხი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწრამოე საქართველოში” აითვისებს და ბიზნეს გრანტებს და სესხის სუბსიდიას გასცემს. პროგრამა მთლიანობაში 6,000-მდე ბენეფიციარს უნდა დაეხმაროს.

BMG-იმ პროგრამის შესახებ კითხვებით “აწარმოე საქართველოში”-ს მიმართა, სადაც აცხადებენ, რომ სასესხო შეთანხმებაზე მემორანდუმი ორშაბათს ფორმდება, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე შეძლებენ საუბარს.

თავად მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე კი ამ სასესხო შეთანხმების დეტალური აღწერა გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, კრედიტით გათვალისწინებულ თანხას საქართველო 2022-2026 წლებში მიიღებს და მისი ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებად ნაწილდება - 68 მილიონი ევრო “აწარმოე საქართველოში”-ს გამოეყოფა, ხოლო 12 მილიონი ევრო კი ქვეყანაში ციფრული გადახდების სისტემების გაუმჯობესებაზე უნდა დდაიხარჯოს.

85 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა ასე ნაწილდება:

აწარმოე საქართველოში - 68 მილიონი ევროს დაფინანსება, მათ შორის:

გრანტები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის - 25 მილიონი ევრო;
სესხის პროცენტის თანადაფინანსება - 12.8 მილიონი ევრო;
კრედიტის ნაწილობრივი გარანტირება - 25 მილიონი ევრო;
ბიზნესების დახმარება გაციფრულებაში - 5 მილიონი ევრი;

ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გამოყოფილი 12 მილიონი ევრო ასე ნაწილდება:

ეროვნული ბანკი - საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლება - 6 მილიონი ევრო;
ეკონომიკის სამინისტრო, აწარმოე საქართველოში და იუსტიციის სამინისტროს მომხმარებელთა სარეგისტრაციო სისტემების გაუმჯობესებისთვის 4.3 მილიონი ევრო გამოეყოფათ;
დაცული ტრანზაქციების რეფორმაზე კი 1.7 მილიონი ევრო დაიხარჯება.