მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის გადასახადების განულება ამ ეტაპზე აქტუალური არ არის - პრემიერი

5ea2dbd9ad7bd
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 16:35
1005
ბიზნესისთვის გადასახადების განულება ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, მოხდება მხოლოდ ხელშეწყობა, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ დასაქმებულები და აქტივობა.

„ეს საკითხი ამ ეტაპზე აქტუალური არ არის. დღეს საბიუჯეტო შემოსავლებსაც ჩვენთვის აქვს გარკვეული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ჩვენ დღეს ვართ კრიზისის ეტაპზე და პირდაპირ გეუბნებით, ჩვენთვის პრიორიტეტი არის ორი რამ - პირდაპირი ფინანსური დახმარება მოქალაქეებიისთვის, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს და მეწარმის და ბიზნესის დახმარება. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ადგილის შენარჩუნების ნაწილში და თვითონ კომპანია რომ შენარჩუნდეს. მის განვითარებაზე, შემდგომ აღორძინების ეტაპზე რა შეღავათებს გავუკეთებთ, რა ფინანსურ დახმარებას გავუწევთ, ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ.

დღეს ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ "აწარმოე საქართველოს" ინსტრუმენტებზე, რომლებიც არსებული ბენეფიციარებისთვის უნდა გახდეს მარტივი და სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ მაინც აგრარული ქვეყანა ვართ, ქვეყანას რომ გაუჭირდება ჩვენი ქალაქებიდანაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა სოფელში მიდის და ჩვენ ახლა სწრაფად სოფელში ადამიანს რომ მივეხმროთ, ვეუბნებით რომ ერთწლიანი კულტურის მოყვანაში საბრუნავ საშუალებებს დაგიფინანსებთ, საგრანტო პროგრამებს თუ იყო 20 მლნ, გავზრდით 40 მლნ-მდე...

ამაზე ვსაუბრობთ ახლა მიზნობრივი ადამიანების დახმარება და არა ბიზნესების. ბიზნესების და კომპანიების დახმარება სამუშაო ადგილების შენარჩუნების და ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით და დანარჩენი ეს შემდგომი ეკონომიკური აღორძინების ეტაპის საკითხია“, - განაცხადა პრემიერმა.