"ივანიშვილი დამარცხებას ჯერ ვერ აღიარებს,მაგრამ 26 ოქტომბერს ამ დამარცხებას დავანახვებთ", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
"ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია. მისი სამყაროც, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა.
ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სამყარო, სადაც მთავარია ეროვნული ღირსება და საქართველოს მომავალი, იმარჯვებს.
ივანიშვილი ამ დამარცხებას ჯერ ვერ აღიარებს, მაგრამ 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახვებთ! ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა!", - წერს გიორგი გახარია.
"რუსულ კანონს" ამ წუთებშიც ათიათასობით მოქალაქე თბილისის ქუჩებში აპროტესტებს. რამდენიმე ადგილას, მათ შორის რუსთაველის გამზირსა და გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეძერებულია.