მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის ყოველგვარი ინტეგრაცია მისასალმებელია - Georgian Products

632dc49d4f0a7
მარიამ ვარადაშვილი
23.09.22 23:35
584
სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება წევრ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. 

GeorgianProducts-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე BMG-ის ეთერში აცხადებს, რომ ნებისმიერი მსგვასი შეთანხმება ბიზნესისთვის სარგებლის მომტანია. განსაკუთარებით მნიშვნელოვანი კი შეთანხმებაში აზერბაიჯანის ყოფნაა.

“ბიზნესისთვის ყოველგვარი ინტეგრაცია მისასალმებელია. ეს ჩვენთვის ყველაზე ახლო რეგიონია. ამ ოთხი ქვეყნიდან სამი ისედაც DCFTA-ის ხელშეკრულებით სარგებლობს. მოგეხსენებათ, ჩვენთან წარმოება მწირია და წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად გვჭირდება იმ სახელმწიფოებიდან ნედლეულის შეძენა, რომელიც ევროკავშირისთვის მესამე ქვეყნის სტატუსის მქონე არ არის, არამედ ან წევრია ან DCFTA-ის ხელშეკრულებით მოქმედებს. ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი შემოდის ამ პროცესში. ეს ბიზნეს როგორც ვაჭრობაში, ისე წარმოებაში დაეხმარება. ზოგადად, Made in Georgia-თვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმების დოკუმენტს არ ვიცნობ, თუმცა ჩემი აზრით, ეს ნიშნავს გადასახადების გარეშე პროდუქტების ბრუნვას ამ ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენი სერიფიკატებისა და საბაჟო კოდების ერთმანეთში უფრო ჩქარ გაცვლასა და აღაირებას”,-ამბობს ბარდაველიძე.

1997 წელს სტრასბურგში ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი. 2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი.