მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიზნესისთვის მძიმე იქნება

5f2eb5314563d
თათია ჩაფიჩაძე
08.08.20 19:20
1885
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის შეფასებით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიზნესისთვის მძიმე იქნება. bm.ge-თან საუბრისას დაუშვილმა არ გამორიცხა, რომ არსებული რედაქცია კიდევ დაკორექტირდეს.

"პროექტი, რომელიც პარლამენტში თავდაპირველად იყო წარდგენილი პირდაპირ რომ გითხრათ, იყო უმძიმესი, მაგრამ ეფექტური თანამშრომლობის შედეგად დღევანდელი ვერსია, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მეორე მოსმენით გავიდა, გაცილებით დაბალანსებული და პრაქტიკაში აღსრულებადია.

ცალსახად ვეთანხმებით, რომ დღევანდელი ვერსიაც მძიმეა, განსაკუთრებით შრომის ინსპექტირების ნაწილში, როდესაც ინსპექტირება გავრცელდება არა მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ სექტორებზე, არამედ ზოგადად შრომით უფლებებზე.

ამ კუთხით ჩვენი პოზიცია იყო, რომ შრომით უფლებებზე ნაკლებად გავრცელებულიყო ინსპექტირების კანონი, თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის პროცესი და გარკვეული ვალდებულებების აღება ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა”,- აცხადებს დაუშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესს დააკვირდნენ და თუ დაინახეს, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება დადგება, ამ კუთხითაც უნდა იმუშაონ.

“ამოცანა არ უნდა იყოს, რომ კანონი იყოს მაქსიმლურად მკაცრი, ამოცანა უნდა იყოს, რომ ბიზნესი იყოს მდგრადი და ამასთანავე კანონმდებლობა იყოს რეალისტური. სამუშაო პროცესია და ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას”,-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

"შრომის კოდექსში" ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები