მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკი ახალი ტექნოლოგიების კვალდაკვალ

5f36519a905f9
BM.GE
14.08.20 13:20
1118
ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და დისტანციური საკომუნიკაციო არხების განვითარება ტერაბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რაში მდგომარეობს ტერაბანკის სერვისების ინოვაციურობა და როგორ იცვლება გარემო თუ მომხმარებლების ქცევა დისტანციური მომსახურებების თვალსაზრისით — ამ თემებზე ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია გვესაუბრება.

მოგვიყევით თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ დისტანციურ მომსახურებაზე - იურიდიული პირებისთვის განკუთვნილს მობაილბანკზე, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

გასულ წელს იურიდიული პირების ინტერნეტბანკი განვაახლეთ და იმ პერიოდში მათი საჭიროებები სრულად შევისწავლეთ. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა და შეიქმნა მობაილბანკის აპლიკაციის ფუნქციონალის პირველი მონახაზი. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს სტრატეგიულ სეგმენტს - მცირე და საშუალო ბიზნესს - დაეზოგა დრო და მარტივად, სწრაფად და კომფროტულად შეძლებოდა იმ სერვისების მიღება, რომლებიც მანამდე მხოლოდ ინტერნეტბანკით ან ფილიალში მისვლით იყო შესაძლებელი.

მობაილბანკზე ჩვენმა გუნდმა საკმაოდ ბევრი იმუშავა და საბოლოოდ, წლის დასაწყისში აპლიკაცია როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის ოპერაციული სისტემების მომხმარებლებისთვის გაეშვა. თავდაპირველად მისი დახმარებით, მხოლოდ საკუთარი ან სხვის მიერ შექმნილი დავალებების შესრულება, საინფორმაციო გზავნილებისა თუ დასადასტურებელი დავალებების შესახებ ფუშ შეტყობინებების მიღება და მარტივი ავტორიზაციით - თითის ანაბეჭდით ან სახის ამომცნობით სარგებლობა შეეძლოთ. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ, აპლიკაციის მეშვეობით ინტერნეტბანკით შექმნილი გადარიცხვები, გადახდები და გააქტიურებული პროდუქტები ენახათ. თუმცა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ მობაილბანკის ფუნქციონალი უნდა გამრავალფეროვნებულიყო, ამიტომ მისი სრულყოფა მუდმივად გრძელდებოდა.

ახლა რა ფუნქციებს აერთიანებს მობაილბანკი იურიდიული პირებისთვის და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება?

დღეს უკვე მომხმარებლებს შესაძლბელობა აქვთ, უფრო მეტი საბანკო ოპერაცია აწარმოონ და ყველა იმ სერვისით ისარგებლონ, რომლებიც ტრანზაქციების შესასრულებლდ სჭირდებათ. ბიზნესკლიენტებისთვის განკუთვნილი მობაილბანკის ფუნქციებს შორისაა სალარე და სავალუტო გადარიცხვები, ტრანზაქციების დადასტურება, ნაშთების შემოწმება, საკრედიტო პროდუქტებზე ინფორმაციის მიღება, ამონაწერის გენერირება, საკრედიტო ხაზის მართვა, ათვისება და დაფარვა, ბანკში შეტყობიბებების გაგზავნა, კომუნალური გადახდები და სხვა. საბოლოოდ, მისი მრავალფეროვანი ფუნქციონალი მთლიანად მომხმარებლების სურვილების საფუძველზეა შექმნილი.

ვფიქრობ, ბიზნესკლიენტების საქმიანობაში ჩვენი მოსახერხებელი და მრავალფუნქციური მობაილბანკი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ბიზნეს მობაილბანკმა უკვე პირველი აღიარებაც მოიპოვა: SME Banking Club-მა იგი საქართველოს საბანკო სექტორის ბიზნეს მობაილბანკების შეფასებისას მეორე ადგილზე დაასახელა.

ახალი ტექნოლოგიებისა და ონლაინ მომსახურებების გარეშე საბანკო სერვისების მომხმარებლების ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. მით უმეტეს, ახლა, როცა დისტანციურად სერვისების მიღება აუცილებლობადაც იქცა. ეს გარემოება თუ ცვლის ტერაბანკის სტრატეგიას ტექნოლოგიების მიმართულებით?

პანდემიით შეცვლილმა რეალობამ და მკაცრმა შეზღუდვებმა დისტანციურად სერვისების მიღებას ის ადამიანებიც შეაჩვია, რომლებსაც მანამდე, მაგალითად, საბანკო ოპერაციის შესრულება ფილიალში მისვლის გარეშე ვერ წარმოედგინათ. პანდემია აუცილებლად გადაივლის, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომსახურებების დისტანციურად მიღების ჩვევა ბევრ მომხმარებელში დარჩება. ახალმა ტრენდმა არაერთ ადამიანს აგრძნობინა ის კომფორტი, რომელიც დისტანციურად ოპერაციების შესრულებას ახლავს, ამიტომ მათი მრავალფეროვნების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც მოგახსენეთ, ტერაბანკში ამ ტრენდს ფეხს პანდემიამდეც ვუწყობდით და შესაბამისი ნაბიჯებით ვპასუხობდით — როგორც ფიზიკური, ისე იურიდული პირებისთვის განკუთვნილი ინტერნეტბანკის მუდმივი განახლებითა და ფუნქციების გამრავალფეროვნებით, ასევე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვით. ჩვენთვის ეს პრიორიტეტი კვლავაც პრიორიტეტად რჩება და მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

R