მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ი: მსოფლიოში 12 მლნ-ზე მეტი ადამიანი უკვე ვაქცინირებულია

5ff1f3ca0c700
თათია კაკიაშვილი
04.01.21 00:00
1023
ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე დიდი კამპანია დაწყებულია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 12 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. კოვიდ ვაქცინაციის სტატისტიკის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ვაქცინაცია აშშ-ში 14 დეკემბერს დაიწყო და პირველი ინექციები ჯანდაცვის მუშაკებს გაუკეთდათ; შედეგად, CDC-ის ინფორმაციით, მთლიანობაში 4.28 მილიონი დოზა პრეპარატი იქნა გამოყენებული.

„ბლუმბერგის“ ცნობით, იანვარში დაგეგმილია, რომ ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და BioNTech–ის მიერ წარმოებული პრეპარატის 20 მილიონი დოზა გამოიყოს.

ისტორიაში ყველაზე მძიმე პანდემიისგან გათავისუფლების სურვილით, არაერთმა ქვეყანამ გააფორმა გარიგებები ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ანალიტიკოსების აზრით, პრეპარატი თანაბრად რომ განაწილებულიყო, ეს რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტის ვაქცინაციისთვის საკმარისი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ინექცია ორჯერ კეთდება, თუმცა მდიდარმა ქვეყნებმა გაცილებით მეტი რაოდენობის პრეპარატის დარეზერვება მოახერხეს.

ამას გარდა, მსოფლიოს შორეულ ნაწილებში ვაქცინის ტრანსპორტირება რთულდება, რადგან ის ულტრაცივ გარემოს საჭიროებს, რათა ეფექტურობა არ დაკარგოს. შესაბამისად, ზოგ ქვეყანას შესაძლოა, 2022 წლამდე მოუწიოს ლოდინი ანუ იქამდე, სანამ პრეპარატების მარაგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.