მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ისა და Seagen-ის $43-მილიარდიანი გარიგება მიმდინარე კვირაში დაიხურება

Pfizer

2023 წლის ერთ-ერთი უდიდესი გარიგება დასასრულს უახლოვდება. საუბარია Pfizer-ის მიერ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მომუშავე ამერიკული კომპანიის, Seagen-ის $43 მილიარდ დოლარად შეძენის ფაქტზე, რომლის შესახებ თებერვალში გახდა ცნობილი. როგორც ახლა გაცხადდა, გარიგება მიმდინარე კვირას დაიხურება, რის შემდეგაც Pfizer-ში ონკოლოგიური განყოფილება შეიქმნება, რომელზედაც Seagen-ის თანამშრომლები იმუშავებენ.

ამასთან, გარკვეულწილად იცვლება თავად Pfizer-ის შიდა სტრუქტურა, რადგან ორგანიზაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფონზე, კომპანიას კომერციული დირექტორი, ენჯელა ჰვანგი დატოვებს, ხოლო ფარმაკოლოგიური გიგანტის კომერციული მიმართულება ორ ნაწილად დაიყოფა, ერთი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე იქნება ფოკუსირებული, მეორე კი - მსოფლიოზე.

ეს ცვლილებები, გარკვეულწილად, Pfizer-ის არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება. მიმდინარე წელს, მოგეხსენებათ, Pfizer-ი შემოსავლის 13%-იან კლებას პრონოზირებს, რის გამოც ხარჯების $3.5 მილიარდით შემცირებას გეგმავს, რაშიც თანამშრომელთა შემცირებებიც იგულისხმება. ყველაფერი ეს კი, თავის წილ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე და სამკურნალო პრეპარატებზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-იცა და Seagen-იც საჯარო კომპანიები არიან, რომელთა აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ივაჭრება. ამჟამინდელი მონაცემებით, Pfizer-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $161 მილიარდს, Segen-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი - $43 მილიარდს აღემატება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები