მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-მ $13 მილიარდად Hugging Face იყიდა

hugging

ნახევარგამტარების ამერიკულმა გიგანტმა Nvidia-მ ღია კოდის მქონე ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Hugging Face-ი $13 მილიარდად შეისყიდა. ეს გარიგება ჩიპების მწარმოებლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შენაძენია და ის ჯენსენ ჰუანგის აგრესიული ზრდის სტრატეგიის საკვანძო ნაწილია.

გარიგების ფარგლებში ამერიკული გიგანტი Hugging Face-ის ინვესტორებს დაახლოებით $11.9 მილიარდს გადაუხდის, ხოლო $1 მილიარდამდე მოცულობის აქციებს იმ თანამშრომლების წახალისებასა და შენარჩუნებაზე მიმართავს, რომლებიც კომპანიას შეუერთდებიან.

როგორც ირკვევა, Nvidia-ს მიზანია ღია კოდის მქონე ხელოვნური ინტელექტის მოდელების მხარდაჭერით ბაზარზე სამომავლო მოთხოვნა გაზარდოს. Hugging Face-ის შეძენა Nvidia-ს პირდაპირ წვდომას მისცემს პლატფორმასთან, სადაც დეველოპერები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სატესტოდ და გაზიარებისთვის თანამშრომლობენ. ეს ნაბიჯი კომპანიას დაეხმარება, ამერიკულ და ჩინურ წამყვან ლაბორატორიებთან არსებული ტექნოლოგიური ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამციროს.

ცნობისთვის, ღია მოდელებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიებმა ტექნოლოგიის დანერგვის მაღალი ხარჯების გამო ალტერნატივების ძიება დაიწყეს. ამ მიმართულებით წამყვან მოთამაშეებად ჩინური კომპანიები DeepSeek-ი და Z.ai ჩამოყალიბდნენ, რომელთა მოდელებსაც დაბალ ფასად ამერიკული ანალოგების მსგავსი ამოცანების შესრულება შეუძლიათ. ამ ტენდენციამ გააჩინა შიში, რომ ამერიკული კომპანიები შესაძლოა ჩინურ მოდელებზე გადავიდნენ. სწორედ ამ საფრთხის საპასუხოდ შედის Nvidia ღია კოდის ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები