მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia-მ ტაივანურ MediaTek-ში $3.5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

mediatek

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ ტაივანურ ნახევარგამტარების მწარმოებელ MediaTek-ში $3.5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში Nvidia-ს ფინანსური და ტექნოლოგიური კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად.

გარიგების ფარგლებში MediaTek-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი AI ჩიპების დასაპროექტებლად Nvidia-ს NVLink Fusion-ის ტექნოლოგია გამოიყენონ და პირდაპირ მიუერთდნენ ამერიკული გიგანტის მსხვილ გამოთვლით სისტემებს.

ამასთან, კომპანიები გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას პერსონალური კომპიუტერებისა და AI ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილების ჩიპებზე.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ $3.5-მილიარდიანი ინვესტიცია MediaTek-ის სარეკორდო, $3.9-მილიარდიანი უცხოური კონვერტირებადი ობლიგაციების ემისიის ნაწილია.

შეგახსენებთ, რომ Nvidia-სა და MediaTek-ის პარტნიორობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ივნისში მხარეებმა პერსონალური კომპიუტერების AI ჩიპი, RTX Spark-ი წარადგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები