მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

Nvidia Jensen Huang

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებს.

დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯენსენ ჰუანგმა პრეზიდენტის, გენერალური დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობებიც დატოვა. კომპანიის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.

Nvidia-ს დროებით ხელმძღვანელად ფინანსური დირექტორი, კოლეტ კრესი დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, კრესი ახალი, მუდმივი ხელმძღვანელის დანიშვნამდე ფინანსური დირექტორის პოზიციასაც შეინარჩუნებს. ამასთან, დირექტორთა საბჭო გენერალური დირექტორის შესარჩევად პროცესს უკვე იწყებს და როგორც შიდა, ისე გარე კანდიდატებს განიხილავს.

63 წლის ჰუანგის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სკანდალთან, რომელიც მის ორ ქორწინებისგარეშე რომანტიკულ ურთიერთობას უკავშირდება.

ერთ-ერთი ურთიერთობა ბიზნესმენ ელის ჰუანგს ეხება, რომელიც კომპანია Megaspeed-ში მუშაობდა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ ჩინეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, The New York Times-ის ცნობით, ჰუანგს რომანტიკული კავშირი ჰქონდა თავად Nvidia-ს ჯანდაცვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტ კიმბერლი პაუელთანაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჰუანგმა კვირას მეუღლის მიმართ ღალატის გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში, მან კატეგორიულად უარყო ბრალდებები ეროვნული უსაფრთხოების ან კომპანიის საიდუმლოების ხელყოფის შესახებ.

რაც შეეხება ინვესტორების და საფონდო ბირჟის რეაქციას, დღეს Nvidia-ს აქციების შეფასება დამატებით 10%-ით დაეცა და ის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით უკვე 36%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთთვიან პერიოდში კომპანიამ თითქმის $1.5 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

ბუნებრივია, ამ ამბის გავრცელებასთან ერთად, დაიწყო სპეკულაციები ჯენსენ ჰუანგის და მისი მეუღლის შესაძლო განქორწინებასთან დაკავშირებით. კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების პერიოდში დაგროვილი ქონება მეუღლეებზე თანაბრად ნაწილდება. შესაბამისად, მეუღლესთან შესაძლო განქორწინების შემთხვევაში, მილიარდერი სავარაუდოდ $75 მილიარდიდან $81 მილიარდამდე აქტივებს დაკარგავს, რაც ახალი გლობალური რეკორდი იქნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სპეკულაციების მიუხედავად, ჯენსენის მეუღლეს, ლორი ჰუანგს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ამასთან, სასამართლოში განქორწინების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ დარეგისტრირებულა.

ცნობისთვის, ჯენსენ და ლორი ჰუანგები 1985 წელს დაქორწინდნენ. რვა წლის შემდეგ კი Nvidia დაარსდა. შესაბამისად, ბიზნესმენის მთლიანი კაპიტალი სწორედ მათი თანაცხოვრების პერიოდში დაგროვდა, რაც ქონების გაყოფას გარდაუვალს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები