მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა

ჩიპები

ბოლო სავაჭრო სესიაზე მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო შეფასება დამატებით 2.2%-ით გაიზარდა, რის შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 5 ტრილონ 760 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი საჯარო კომპანიების ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ღირებულებაა და ჯენსენ ჰუანგის კომპანიას ამჟამად აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის. არსებული მონაცემებით, Nvidia მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს მყარად ინარჩუნებს და მნიშვნელოვნად, თითქმის $1 ტრილიონით უსწრებს მთავარ კონკურენტს, Apple-ს.

5-წლიან პერიოდში Nvidia-ს შეფასება 1,100%-ით არის გაზრდილი, ხოლო 1-წლიან ჭრილში მისი ზრდის მაჩვენებელი 29%-ს აღწევს.

Nvidia-ს საბაზრო წარმატება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე არსებულ მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. წინა კვარტალში კომპანიის მოგება წლიურად 106% გაიზარდა და მენეჯმენტი მომდევნო წლებში უფრო მკვეთრ ზრდას ელის.

ამასთან, რეკორდულად გაიზარდა Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება, რომლის მთავარ გამწევ ძალას სწორედ Nvidia წარმოადგენს, შესაბამისად, სახეზეა პოზიტიური კორელაცია, როდესაც კომპანიის განვითარება იწვევს ინდექსის ზრდას და თავად ინდექსში კაპიტალის შედინება ხელს უწყობს უმსხვილესი კომპანიის ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები