მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ Paramount-სა და Warner Bros. Discovery-ის $110-მილიარდიანი გარიგება დაამტკიცა

Paramount WBD

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სასამართლომ Paramount Skydance-სა და Warner Bros. Discovery-ს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.

როგორც ირკვევა, 12 შტატის პროკურორებთან მიღწეული მორიგების შედეგად, კომპანიამ $110-მილიარდიანი ტრანზაქციის დასრულების ბოლო სამართლებრივი ბარიერი გადალახა. შედეგად, გაერთიანების პროცესი ოფიციალურად 6 ოქტომბერს დასრულდება.

ამასთან, მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაერთიანებულმა კომპანიამ აშშ-ის კინოწარმოებასა და თანამშრომელთა გადამზადებაში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირების ვალდებულება აიღო.

რაც შეეხება მართვის სტრუქტურას, Paramount Skydance-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ელისონი კორპორაციის სტრატეგიულ და შემოქმედებით მიმართულებებს უხელმძღვანელებს. პარალელურად, ახალი მენეჯმენტი წელიწადში სულ მცირე 30 ფილმის გამოშვებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები