მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ი Chipotle-ს შესყიდვას არ გეგმავს

chipotle

ამერიკული ყავის ქსელი Starbucks-ი მექსიკური რესტორნების ქსელის, Chipotle-ს შესყიდვას არ გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელმა CNBC-სთან საუბრისას ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო და განაცხადა, რომ ეს გარიგება არ შედგება.

მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, Starbucks-ი შესყიდვის პოტენციურ წინადადებაზე აქტიურად მუშაობდა და გარიგება მალე დასრულდებოდა.

აღსანიშნავია, რომ გარიგების ღირებულება შესაძლოა $41 მილიარდი ყოფილიყო, რაც სარესტორნო ბიზნესის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შესყიდვის ოპერაცია იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის არ შედგება.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, გუშინდელ სესიაზე მექსიკური ქსელის აქციების ფასი 4%-ით შემცირდა. ამჟამად Chipotle-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $41 მილიარდს შეადგენს. პარალელურად, Starbucks-ის აქციების ფასი 1.7%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კომპანიის კაპიტალიზაცია $104 მილიარდს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები