მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-მა Chipotle-ს ყიდვა გადაწყვიტა?

chipotle

Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკული Starbucks-ი სწრაფი კვების მექსიკური რესტორნების ქსელის, Chipotle Mexican Grill-ის შესაძლო შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გარიგების განხორციელების შემთხვევაში, ეს რესტორნების ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შერწყმა იქნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Starbucks-ის მოქმედი გენერალური დირექტორი, ბრაიან ნიკოლი წარსულში სწორედ Chipotle-ს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც მან კომპანია 2024 წლის აგვისტოში დატოვა, Chipotle-ის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით შემცირდა.

საკითხთან დაახლოებული პირების ცნობით, Starbucks-მა $41-მილიარდიანი ქსელის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გაიარა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაეგზავნა თუ არა ოფიციალური შეთავაზება Chipotle-ს.

მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე ორივე კომპანიამ უარი განაცხადა. ასევე არცერთი მხარე არ ადასტურებს მოლაპარაკებების მიმდინარეობას ან გარიგების პოტენციურ მოცულობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები