მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sanofi ფარმაცევტულ კომპანია Insmed-ს $41 მილიარდად იყიდის

sanofi

ფრანგულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Sanofi-მ ამერიკული კონკურენტის - Insmed-ის $41 მილიარდად შესყიდვის შეთანხმება ოფიციალურად გააფორმა. გარიგება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდება და ფრანგული მხარე თითოეულ აქციაში $175-ს გადაიხდის, რაც ბოლო სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებულ ფასზე 17.5%-ით მეტია. ეს ტრანზაქცია საფრანგეთის ისტორიაში - ნაღდი ანგარიშსწორებით დადებული უმსხვილესი, ხოლო ევროპის მასშტაბით მეოთხე ყველაზე დიდი შესყიდვა იქნება.

Sanofi გარიგებას საკუთარი ფულადი რეზერვებითა და სასესხო სახსრებით დააფინანსებს. ტრანზაქციის დასრულება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, 2028 წლის ბოლოსთვის კი ის თითო აქციაზე მოგებას გაზრდის და კომპანიას ყოველწლიურად $500 მილიონზე მეტი ხარჯის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება პროდუქტების პორტფელს, Insmed-ს ბაზარზე რესპირატორული დაავადებების სამკურნალო ორი პრეპარატი აქვს - "ბრინსუპრი" და "არიკაისი". Sanofi-ს აღმასრულებელ დირექტორ ბელენ გარიხოს განცხადებით, ამ მედიკამენტების ჯამურმა პიკურმა გაყიდვებმა მომდევნო ათწლეულის ბოლომდე შესაძლოა, $10 მილიარდს გადააჭარბოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები