მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA გეგმავს $13 მილიარდად AI-კომპანია შეიძინოს

hugging

ამერიკული გიგანტი Nvidia ღია კოდის მქონე AI-მოდელებისა და მონაცემთა ბაზების უმსხვილეს პლატფორმა Hugging Face-ის შეძენას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, გარიგების შესაძლო ღირებულება კი $13 მილიარდს აჭარბებს. შეთანხმება ჯერ საბოლოოდ მიღწეული არ არის და შესაძლოა მოლაპარაკებები შედეგის გარეშე დასრულდეს.

როგორც ირკვევა, Nvidia გიგანტური ფინანსური რეზერვებით საინვესტიციო აქტივობას მნიშვნელოვნად ზრდის. ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე კერძო კომპანიების აქციების შესასყიდად $18 მილიარდი აქვს გამოყოფილი, რაც ემატება უკვე არსებულ $47.9-მილიარდიან პორტფელს.

საყურადღებოა, რომ Hugging Face-ის შეძენით Microsoft-იც იყო დაინტერესებული, თუმცა მასთან მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია.

Hugging Face-ი ღია AI-ეკოსისტემის ცენტრალურ ჰაბს წარმოადგენს და მილიონობით მოდელსა თუ მონაცემთა ბაზას აერთიანებს, რომლებსაც დეველოპერები პროდუქტების შესაქმნელად იყენებენ. პლატფორმის შესყიდვა Nvidia-ს საშუალებას მისცემს, დეველოპერებთან პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცოს და საკუთარ ჩიპებზე დატვირთვა გაზარდოს.

ცნობისთვის, Hugging Face-ი 2016 წელს ფრანგმა მეწარმეებმა, კლემან დელანგმა, ჟულიენ შომონმა და თომას ვოლფმა დააფუძნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები