მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.9820 ლარი ღირს

5ddceeaa748b3
BM.GE
26.11.19 13:24
1206
26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებუელბა 2.9820 ლარს შეადგენს. დაახლოებით ერთი საათის წინ, მცირე ხნით, ერთი დოლარის ფასი 2.8980-საც შეადგენდა. 

ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა; მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. თუ ოფიციალური კურსი 2.9808-ზე მაღალი იქნა, ეს ნიშნავს, რომ დღეს დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდება. 

ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 2.9753 ლარს შეადგენს.

გუშინ, 25 ნოემბერს ლარი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 1.29 გამყარდა. ოფიციალური კურსით ერთი ევრო 3.277 ლარი ღირს.