მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარს კვლავ გადააჭარბა

5e661d59b6523
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 14:50
1321
9 მარტის სავაჭრო სესიის გახსნისთანავე ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა 2.778-ის კურსში გაიხსნა, ამჟამად კი ერთი დოლარის ღირებულება 2.808 ლარს შეადგენს. 

ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ ეს გაუფასურება ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახება, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, პარასკევს დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.7748 ლარს, ერთი ევროს ფასი კი 3.1386 ლარს შეადგენს.