მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.22 ლარი გახდა

60b742715630f
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 12:34
1212
Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.22 ლარი გახდა. 2 ივნისის ვაჭრობა 3.25-ის კურსით გაიხსნა, რაც შემდგომში 2.3 თეთრით შემცირდა და ამჟამად 3.2273 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა თუკი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.25 თეთრზე ნაკლები იქნება, მაშინ ეს გაცვლითი კურსი 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მყარი იქნება. 

1 ივნისის ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 3.2547 ლარს შეადგენს, ეს ბოლო 7 თვის ყველაზე მყარ კურსს წარმოადგენს.

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 17 თეთრზე მეტად გამყარდა.