13:50 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.09 ლარი ღირს. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 3.02 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი დღის ბოლოს გამოაქვეყნებს.
დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა.




























