თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 14% შეადგინა. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% კი სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.
თბილისში ბინების გაყიდვების ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით შემცირდა და ამჟამად წ/წ -16%-ს შეადგენს, წინა კვირის -6%-თან შედარებით.