24.მაისი .2022 11:00

ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში Covid-ინფიცირების 586 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში Covid-ინფიცირების 586 შემთხვევა გამოვლინდა
views 569
უკან

16 მაისიდან 22 მაისის პერიოდში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 586 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 16 827 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 113 058 ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი ) ჩატარდა. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი კი 0.52%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა