მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში, სახლის სარდაფში ხის საწარმო აღმოაჩინეს, დანაშაული პატიმრობას ითვალისწინებს

5fc5e86ee31c6
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.20 11:12
1242
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ლენტური ხერხი, ასევე დიდი ოდენობით ფიცარი და ხის მორები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287'1-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით", - განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.