მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს კონტრაბანდული საწვავი არ აღმოგვიჩენია - ფინანსთა სამინისტრო

63c650fe42f66
გიგა ბენია
18.01.23 10:15
539
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უწყებას გასულ წელს ქვეყანაში კონტრაბანდული საწვავის შემოტანა არ დაუფიქსირებია. bm.ge-თვის მოწოდებული ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი აღურიცხავი საქონლის გამოსავლენად მუდმივად მუშაობს.

„2022 წლის განმავლობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, საწვავის საბაჟო წესების დარღვევის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები როგორც ნავთობის, ასევე სხვა საქონლის კონტრაბანდის ფაქტების გამოვლენის მიზნით, ახორციელებენ შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს“,- აღნიშნულია უწყების მიერ bm.ge-ს საპასუხოდ გამოგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, კითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა საგამოძიებო სამსახური კერძო სექტორის იმ ნაწილთან, რომელიც ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის რეალიზაციაზე მიუთითებს, უწყებაში აღნიშნავენ: „რაც შეეხება უშუალოდ საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების, საქონელზე წარმოებული საბაჟო პროცედურების კონტროლს გადამხდელებთან, მათ შორის, იმპორტიორებთან კომუნიკაციას, აღნიშნული წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კერძო სექტორის ინფორმაციით, ქვეყანაში თვეში 4-ათას ტონამდე აღურიცხავი საწვავი შემოდის. როგორია სტატისტიკა წლების მიხედვით, bm.ge ცდილობს, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიიღოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები