მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

მერაბ გამყრელიძე

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე გამყრელიძეს სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

გამყრელიძეს უშუალოდ საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

რაც შეეხება განათლებას, მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ამ დრომდე მისი პოზიციებიდან გამომდინარე მერაბ გამყრელიძეს დეკლარაცია შევსებული არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები