მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

62f22aef0116c
გიორგი თოლორდავა
09.08.22 14:00
667
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 2 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20,000,000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 44,000,000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.390%-ით, მაქსიმალური - 10.390%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.390%-ით განისაზღვრა.