დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციის მეორე უმდიდრესი მოქალაქე - ვლადიმირ პოტანინი დაასანქცირა. პოტანინი მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის უმსხვილესი მწარმოებლის - Nornickel ჯგუფის უმსხვილესი აქციონერია და Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $30.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პოტანინი Nornickel-ის 36%-იან წილს ფლობს, მან რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფრანგული Societe Generale-სგან Rosbank-ი შეიძინა. გარიგების ღირებულება 3.3 მილიარდი ევრო იყო.
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვლადიმირ პოტანინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ის, ჯერჯერობით, EU-სა და აშშ-ის სანქციების სიაში არაა.
დღესვე ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილს ანა ცივილიევას, რომელიც ნახშირის მომპოვებელი ჯგუფის - JSC Kolmar-ის პრეზიდენტია. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით სანქციები თავად JSC Kolmar Group-საც დაუწესდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი