მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს, რომელიც აბების სახითაა

6183df70d5595
მარიამ ვარადაშვილი
04.11.21 19:10
941
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა კორონავირუსის პირველი წამალი დაამტკიცა, რომლის მიღებაც აბების სახითაა შესაძლებელი. ის სიმპტომიანი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, რომელთაც ვირუსი ახალი დადასტურებული აქვთ. ამასთან, მოლნუპირავირის აბი დღეში ორჯერ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც ვირუსის გართულების რისკი აქვთ.

თავდაპირველად წამალი გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. კლინიკური ცდების პერიოდში პრეპარატმა ჰოსპიტალიზაციის რისკი შეამცირა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები თითქმის გაანახევრა.

მოლნუპირავირი ამერიკულმა წამლის კომპანიამ შექმნა. ის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტია, რომელიც აბების სახით არის და ინექცია არ სჭირდება.

გაერთიანებული სამეფოს რეგულატორის განცხადებით, მედიკამენტი გამოყენებული იქნება იმ პაციენტებთან, რომელთაც ვირუსი მსუბუქად ან საშუალოდ გადააქვთ, თუმცა აქვთ რისკები რომ დაავადება გაურთულდეთ. მაგალითად, ასაკი, დიაბეტი, გულის დაავადება და ა.შ. როგორც BBC წერს კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტურობისთვის მოლნუპირავირი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა გამოიყენონ.