მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული IT კომპანია Godel Technologies საქართველოში 250 სამუშაო ადგილს შექმნის - მთავრობა

629862894440f
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 11:16
1249
ბრიტანული IT კომპანია Godel Technologies-ი საქართველოში შემოდის და 250 სამუშაო ადგილს შექმნის. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში საუბარია მოზიდულ FDI-ზე, მათ შორის კომპანიებზე, რომლებმაც საქმიანობის საქართველოში გადმოტანის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილებები.

ანგარიშის მიხედვით, Godel Technologies-ი საქართველოში შვილობილ კომპანიას დააფუძნებს და მომდევნო ორი წლის ვადაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

“ბრიტანულმა IT კომპანიამ, Godel Technologies საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. Godel Technologies შერჩეული იყო, როგორც სამიზნე კომპანია და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხდა მათთან დაკავშირება.

კომპანია ახალ ლოკაციას ეძებდა და არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. გადაწყვეტილების საბაბი მიმზიდველი ბიზნეს კლიმატი, კონკურენტული გარემო და კვალიფიციური სამუშაო ძალა გახდა. შედეგად, მომდევნო ორი წლის მანძილზე საქართველოში დაახლოებით 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება,”- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

Godel Technologies-ი ბრიტანული IT კომპანიაა, რომელიც ოფისებს ბრიტანეთში; ბელარუსში; პოლონეთში; ლიტვაში; უკრაინაში; არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბულგარეთში ფლობს. კომპანია 2002 წელს დაფუძნდა, მას ნილ მაკმარდო ხელმძღვანელობს.