მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ეკონომიკა 2022 წელს 3.5%-ით გაიზარდა

6408745a0e885
გიორგი თოლორდავა
08.03.23 17:22
846
გასულ 2022 წელს ევროკავშირის ეკონომიკის მოცულობა 3.5%-ით გაიზარდა. ევროსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი გასული წლის IV კვარტალში 1.8%-ს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის დონეს, ამ მიმართულებით კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით, 5.6%-მდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგად ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.

ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 2.5%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75 საბაზო პუნქტით, არამედ 50-25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.