ბროკერ-დილერად შერჩეული JP Morgan-ი საქართველოს საპენსიო სააგენტოს სახელით საერთაშორისო ტრანზაქციებს იწყებს.
საპენსიო სააგენტომ უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი ბროკერად უკვე აიყვანა. როგორც BMG-სთან სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე განმარტავს, ვაჭრობის პროცესები უკვე გატესტილია და სატესტო ტრანზაქციებიც გაკეთებულია.
"JP Morgan-ი უკვე შეუდგა საქმიანობას. ეს არის ყველაზე მსხვილი და ყველაზე დიდი ბროკერ-დილერ სახლი მსოფლიოში და მასზე კარგი ამ საქმეში ძალიან ცოტა შეიძლება იყოს. JP Morgan-ი კარგად იცნობს „აქეთა სამყაროს“, არის ძალიან აქტიური და იცნობს რეგიონს. ამიტომ ე.წ. onboarding-ის პროცესი მასთან უფრო ადრე დასრულდა. ბროკერად შერჩევის პროცესი ასევე მიმდინარეობს კიდევ 2 საერთაშორისო და 2 ადგილობრივ (Tbc capital; Galt and Tagart) საინვესტიციო ბანკთან. რაც მეტი ბროკერი გეყოლება, მით უფრო კარგია ბაზარზე აქტიურობისთვის“, - ამბობს გოგა მელიქიძე.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება აქტიურ ფაზაში შევიდა. შედეგად, საპენსიო სააგენტომ დოლარის ეტაპობრივი შესყიდვის პროცესი დაიწყო. 13 აპრილის მონაცემებით, 2.24- მილიარდიანი პორტფელის 9% დოლარშია დენომინირებული. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ამ თანხების გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში დაბანდება იქნება.
საპენსიო სააგენტო გააქტიურდება ადგილობრივ ბაზარზეც. იგეგმება კომპანიების მიერ ახლადგამოშვებული ობლიგაციების შეძენა.
„ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებით ისევ დაინტერესებულნი ვართ; როდესაც ახალი ემისიები მოხდება, აუცილებლად შევალთ და მათ განვიხილავთ საინვესტიციოდ. მეორადი ბაზარი არ არის აქტიური - ლიკვიდურობა საკმაოდ დაბალია, ზომაც პატარაა, ამიტომ ის არ არის ჩვენი ტარგეტი, თუმცა ვუყურებთ ყოველ წამს. პირველადი ბაზარი ანუ ახალი გამოშვებები კი ძალიან საინტერესოა. ჯერ არ ვიცით კონკრეტული ემისიების შესახებ. ბროკერებსაც არ შეუძლიათ წინასწარ თქმა, რომ არასწორი ხმები არ დაირხეს ბაზარზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც ობლიგაციებს გამოუშვებს, მინიმუმ განვიხილავთ საინვესტიციოდ. მთავარია შეესაბამებოდეს ჩვენ საინვესტიციო მოთხოვნებს“, - ამბობს გოგა მელიქიძე.
საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ბროკერი განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტო ურისკო პორტფელში რჩება, თუმცა ხდება გარკვეული ალოკაციები. ფონდი განიხილავს ინვესტირებას მორგან სტენლის MSCI world index-შიც. ასევე მიზანია პორტფელის დივერსიფიცირება, რომ არ იყოს ფონდი დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ინსტრუმენტზე, სექტორზე ან რეგიონზე.
სააგენტოს ცნობით, ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა. საინვესტიციო აქტივობა მომგებიანობის ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
13 აპრილის მონაცემებით, საპენსიო ფონდის მოცულობა 2.247 მლრდ ლარია. პორტფელის 60% სადეპოზიტო სერტიფიკატებს უჭირავს, 29% სარგებლიან ანგარიშებზე დევს, დანარჩენი უცხოური ვალუტის სარგებლიან ანაბრებსა და ვადიან დეპოზიტებზე მოდის.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი