მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ ბაზარზე დაბალი ლიკვიდობაა - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი

63c671502e64c
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.23 00:00
617
საპენსიო ფონდის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “ფორბსის კვირის” ეთერში 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. გასულ წელს საპენსიო ფონდმა აქტირუად დაიწყო საერთაშორისო და ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება. გოგა მელიქიძის თქმით, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაბალი ლიკვიდობაა.

“კანონის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 80% გვქონდეს საქართველოში; 20% უცხოეთში. საქართველოს ბაზრებს რომ შევხედოთ, ფინანსურ ბაზრებში წამყვანია დეპოზიტების ბაზარი. ქვეყანაში დაახლოებით 24 მილიარდი ლარის დეპოზიტების ბაზარია, რომელიც მუდამ მზარდია. აქედან თითქმის ნახევარი არის ფიზიკური პირების, დანარჩენი იურიდიული პირების. ამის მიუხედავად, აქ მეორადი ბაზარი არ არსებობს. ანუ ვერ იყიდი და ვერ გაყიდი დეპოზიტის პორტფელს. ჩვენ პორტფელში 65% არის საბანკო დეპოზიტების. საშუალოდ არის 12%-ში განთავსებული. საშუალო ვადიანობა არის 2.5 წელი.

დეპოზიტების ბაზრის შემდეგ, მეორე ადგილზეა სახაზინო ობლიგაციების ბაზარი, რომლის ზომაც 6.5 მილიარდი ლარია. ნეტ გამოშვება დაახლოებით მილიარდი ლარია ყოველწლიურად. იმის მიუხედავად, რომ ეს ბაზარი არის დიდი ზომის, აქაც ლიკვიდურობა თითქმის მკვდარია. რომ მოგვინდეს სახაზინოების გაყიდვა, ისევ ბანკებს უნდა ველაპარაკოთ,”- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ამჟამად საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 2.97 მილიარდ ლარს შეადგენს. თანხის 61% სადეპოზიტო სერტიფიკატებში; საქართველოს 16% სახაზინო ობლიგაციებში; 10% უცხოურ სახაზინო ობლიგაციებში; 8% საერთაშორისო აქციებში არის განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები