ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათისთვის, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56,11%-ია.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა - 63,8% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სავნეთში, ყველაზე დაბალი კი - ქვემო ქართლში - 51%.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, დღეს ცესკოს საინფორმაციო ცენტრში 3891 სატელეფონი ზარი და 571 ონლაინ-შეტყობინება შევიდა.
ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციითვე, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა, ხოლო მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დასრულდება და შედგენილი ოქმები საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა, ცესკო ვებ-გვერდზე მათ ატვირთვას დაიწყებს.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.