მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: ოქმების 37%-ით "ოცნებას" 51.68% აქვს; ენმ-ს 24.31%; ევროპულ საქართველოს 3.93%

5f9e0513f0d5b
BM.GE
01.11.20 04:23
1693
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შეჯამებულია 1421 საუბნო ოქმი, რაც მთლიანად ოქმების 37%-ია, მათი ჯამური ხმები კი 533,362-ს შეადგენს. ამ შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - (51.68 %) 275640 ხმა;
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - (24.31 %) 129646 ხმა;
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - (3.93 %) 20986 ხმა;
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - (3.34 %) 17836 ხმა;
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - (3.02 %) 16124 ხმა;
  • საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” - (2.88 %) 15376 ხმა;
  • „გირჩი“ - (2.64 %) 14085 ხმა;
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - (1.25 %) 6679 ხმა;
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - (0.99 %) 5273 ხმა;
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა - (0.79 %) 4215 ხმა;

"ეს შედეგი აუცილებლად შეიცვლება, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიდი ქალაქების შედგები"- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, არჩევნებში ხმა 1 970 540-მა მოქალაქემ მისცა.