მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნება“ ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენას სთავაზობს

64633a7f27d97
BM.GE
16.05.23 12:17
440
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, 16 მაისს, დღის ბოლომდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები და მათი დასაბუთება წარადგინონ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე, რაც ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტია.

უმრავლესობა სთავაზობს ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს, ხვალ (16 მაისს), დღის განმავლობაში წარმოადგინონ მოკლე დასაბუთება იუსტიციის საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც უმრავლესობას მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ იქნას კონსენსუსი და დადებითი შედეგის შემთხვევაში კენჭისყრა დაჩქარდეს", - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები